ხუთ. მარ 28th, 2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრიდან ტელმანის ცენტრამდე გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი

მიმდინარე წელს განხორციელდება – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, დარჩელის ცენტრიდან, ტელმანის უბნამდე საავტომობილო გზა უკვე წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2300 მეტრს, სიგანე კი 5 მეტრს შეადგენს. დაიგება 18 სმ ბეტონის სისქის საფარი. დარჩელი-ტელმანის გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და თვეში საშუალოდ ამ გზით 9000-მდე ადამიანი სარგებლობს. გზის რეაბილიტაციით დაკმაყოფილდება მოსახლეობის მოთხოვნა. გაუმჯობესდება სოფლის იერსახე.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ღირებულება 340 538 (სამას ორმოცი ათას ხუთას ოცდათვრამეტი) ლარს შეადგენს.