პარ. მარ 29th, 2024

ფოთში, 61-ე მაჟორიტარულ ოლქში ყველა უბანი დროულად გაიხსნა. არჩევნები ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს 12 საათის მონაცემებით,
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი უკვე 8379 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც დარეგისტრირებული ამომრჩევლების 16, 05 % გახლავთ.

61-ე მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განმარტებით პირველი ტურის 12 საათის მონაცემებთან შედარებით მეორე ტურში აქტიურობა დაბალია. მისივე თქმით საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 1 საჩივარია შესული, რომელიც უბანზევე იქნა აღმოფხვრილი.