ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთში ეროვნული ფორუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი მოაწყო. ხარჩილავას განმარტებით,
მისმა წარმომადგენლებმა დარღვევები #8,#27,#12,#11,#21,#24 საარჩევნო უბნებზე ბიულეტინების შეტანისა და გამოტანის ე.გ კარუსელის დატრიალების მცდელობა დააფიქსირეს.

„მაქვს ინფორმაცია, რომ 2 საათისთვის სოფლებიდან დაიძრა 32 სამაშრუტო მანქანა ამომრჩევლებით, რათა „ქართულმა ოცნებამ“ კარუსელი დაატრიალოს და ამით ხმა მიაცემინოს არაფოთელებს“, – აცხადებს ოთარ ხარჩილავა.

იგი რეაგირებისათვის მიმართავს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.