ოთხ. აპრ 24th, 2024

ივანიშვილმა ფოთში საკონტეინერო გადამზიდავ ტერმინალებზე 5 ათასამდე დასაქმებულების მოსალოდნელ უმუშევრად დარჩენას სიცრუე და სპეციალურად აგორებული ინფორმაცია უწოდა.

„ტყვილია ეს. იყო ერთი პერიოდი ამაზე საუბარი. ეს ააგორეს და ამაზე ქუმსიშვილმაც გასცა პასუხი. მეც მომიწია დარეკვა ამასთან დაკავშირებით და არავითარი საფუძველი ამისა არ არსებობს“- განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „მთავარი თემა სამეგრელოში“-ს კითხვას ზუგდიდში რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრისას.