ხუთ. აპრ 25th, 2024

31 ივლისს, ხონში კინჩხის წყალვარდნილზე, ჟურნალისტთა კონკურსის დაჯილდოვება გაიმართა. კონკურში პროექტის „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“
ფარგლებში მიმდინარეობდა,რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ ქალთა ფონდი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.

კონკურსი სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელშიც რეგიონული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონკურსის ფარგლებში 25 მედია პროდუქტი მომზადდა, რომელიც სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა. მათ შორის ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, ძალადობას, ქვოტირებას და ქალთა შრომით უფლებებს. ასევე აღსანიშნავია, რომ კონკურსში 15 სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.იყო ტელე, რადიო, საგაზეთო და ონლაინ მედია ნამუშევრები.

პროექტის ფარგლებში სამი გამარჯვებული დასახელდა თათა კაჭკაჭიშვილი – რადიო „თავისუფლება“ საუკეთესო რადიო სიუჟეტი, გიორგი გირკელიძე – „გურია ნიუსი“ საუკეთესო ონლაინ მასალა, ინგა გვასალია – „მთავარი თემა სამეგრელოში“ საუკეთესო საგაზეთო სტატია. სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები ყველა იმ ჟურნალისტს გადაეცა, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობა მიიღეს. განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და პროექტის აქტიურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა ჟურნალისტი სალომე ჩახუნაშვილი – რადიო „ძველი ქალაქი“.
ქალთა საკითხების აქტიურად გაშუქებისთვის სამადლობელი წერილები დაეგზავნათ ყველა იმ მედია ორგანიზაციებს, ვინც პროექტის განხორციელების ეტაპზე მხარდაჭერა გამოხატეს.

დაჯილდოვების შემდეგ საინფორმაციო აქციაც გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი საინფორმაციო მასალები ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს დაურიგეს.

პროექტის მეორე ნაწილი იმერეთის ოთხი (ხონი, წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი) მუნიციპალიტეტის, სოფლად მცხოვრები ქალების (მოსახლეობის) ინფორმირებულობას მოიცავდა.მათ შორის,ქალთა უფლებების, ძალადობის, პრევენციის და ჩართულობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ოთხივე მუნიციპალიტეტში 8 შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ხელმძღვანელის მარიკა ვაჭარაძის თქმით: „საქართველოში ქალთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ზუსტი სტატისტიკა ქალთა უფლებების დარღვევის შესახებარ არსებობს. ამის ერთ-ერთი და მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ის არის, რომ ქალები პრობლემებზე ღიად არ საუბრობენ, მით უფრო ძალადობის ფაქტებზე. მეტიც ისინი ოჯახურ ძალადობას მალავენ. ხშირ შემთხვევაში ამ ძალადობრივი ფაქტების შესახებ საზოგადოების ნაწილი მაინც იგებს, თუმცა იმ მომენტიდან გამომდინარე „მათი ოჯახური პრობლემა ჩემი საქმე არ არის“ საზოგადოება ამ ფაქტებს მალავს და კომფლიქტის გამოაშკარავებისგან თავს იკავებს. ამ ფაქტებს კი ხშირად სავალალო შედეგი მოაქვს. ვფიქრობთ, ძალადობა რა დოზით და რა სახითაც არ უნდა იყოს გარკვეულწილად კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. საქართველოში სიტყვიერი შეურაცყოფა ჯერ კიდევ არ აღიქმება ძალადობად. ამდენად ამ საკითხებზე ქალები ნაკლებად ინფორმირებულები არიან, არ იციან თავიანთი უფლებები. პროექქტის ერთი ნაწილი მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს მოიცავდა, ხოლო მეორე ნაწილი ჟურნალისტებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას და ქალთა საკითხებით დაინტერესებას ისახავდა მიზნად.“