პარ. აპრ 19th, 2024

დასრულდა ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირისკენ“ ნატოს შესახებ რიგით მე-7
საზაფხულო სემინარი.

ორდღიან სემინარს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის 35-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა. ჟურნალისტებმა ნატოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სემინარების ძირითადი თემატიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპები, გაფართოების პოლიტიკა, პარტნიორობის პოლიტიკა, ვარშავის სამიტის დღის წესრიგი და კომუნიკე, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაცია, საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო-რუსეთის ურთიერთობა, ასევე, ნატოს სამხედრო მისიები და ალიანსის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაა.

საზაფხულო სემინარები ნატოს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა. სემინარს უძღვებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.

ნატოს საზაფხულო სემინარები საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით ტარდება.

სემინარის დასასრულს ჟურნალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.