ოთხ. ოქტ 9th, 2024

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი უკვე თვეზე მეტია, სხვადასხვა საგნებში ფოთელ პედაგოგებს სასერთიფიკაციო
გამოცდებისთვის გადამზადების უფასო ტრენინგებს უტარებს. პროფწევრი პედაგოგების ტრენინგებს ცნობილი და პროფესიონალი ტრენერები უძღვებოდნენ. ამ ეტაპისთვის გადამზადების კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქიმიასა და მათემატიკაში 50-მდე პედაგოგმა გაიარა.

როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა გვასალია განმარტავს: ,,ჩვენი ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს პედაგოგებისთვის ტრენინგებს, ამით ხელს ვუწყობთ ჩვენ წევრ პედაგოგებს გამოცდებს მომზადებულები შეხვდნენ და გახდნენ სერთიფიცირებულები. ჩვენს ორგანიზაციაში არსებულ ,,საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრს” პროფესიონალ ტრენერთა საუკეთესო ჯგუფი ყავს”.

ტრენინგებით კმაყოფილები დარჩნენ პედაგოგებიც. როგორც ისინი ამბობენ: „რამდენიმე ტრენინგ- სემინარებზე ვართ ნამყოფი, მაგრამ რაც ამ ტრენინგზე მივიღეთ ცოდნა და ინფორმაცია, შეიძლება თამამად ითქვას, ყველა იმ ტრენინგებზე ერთად არ მიგვიღია. ძალიან კმაყოფილი ვართ. მადლობა პროფკავშირს მსგავსი პროექტების განხორციელებისათვის და ასე რომ ზრუნავს თავის წევრებზე. სიმართლე გითხრათ, წამოსვლისას ვფიქრობდი, თუ არ მომეწონა, დავტოვებმეთქი, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი, საინტერესო და სასარგებლო იყო, რომ დატოვება კი არა, დიდი სურვილი მაქვს კიდევ გაგრძელდეს“.