პარ. აპრ 19th, 2024

msnews.ge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ფოთის პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე. არსებული ინფორმაციის
თანახმად ახალი პროკურორის პოსტს ამჟამად მოქმედი პროკურორის მოადგილე გიორგი კოკაია დაიკავებს. ასევე გათავისუფლებულები არიან დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი ილია ჯალაღანია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე გადმოინაცვლებს, ხოლო მისი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო პროკურორის მოადგილედ გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით გათავისუფლებულები არიან სხვა პროკურორებიც.