ხუთ. აპრ 25th, 2024

ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროვატობუსების გაფიცულმა მძღოლებმა გაფიცვა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს „ავტოსადგურმა“ სატრანსპორტო კომპანია
„მეტრო +“-ს ხელშეკრულება ცალმხრივად გაუუქმა. ხელშეკრულების გაწყვეტის დოკუმენტი, რომელსაც სადგურის დირექტორი ირა ნადარაია აწერს ხელს აქციის მონაწილეებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ წარუდგინა.

ალანიასვე თქმით „მეტრო+“ სრული უფლება აქვს სამართლებრივი დავა გააგრძელოს, ხოლო ხვალიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ჩვეულებრივი ზუგდიდის ავტოსადგური და „მეტრო +“ ავტობუსები ვერ შემოვლენ. ალანია გაფიცულ მძღოლებს სამართლებრივად საქმის წარმოების დახმარებას დაპირდა. ხოლო რაც შეეხება მძღოლებს, მართალია ხუთდღიანი გაფიცვა შეწყდა, მაგრამ ისინი საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროტესტს, საჭიროების მიხედვით გააგრძელებენ.