პარ. აპრ 19th, 2024

ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლებისა და კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 17 ნოემბერს ამოვარდნილმა

ქარბორბალამ ფოთში მრავალბინიანი და კერძო სახლები დააზიანა. ქალაქის მერიაში შექმნილმა საგანგებო შტაბმა და სპეციალურმა კომისიამ დაადგინა და დაითვალა ზარალი, რომლის მიხედვით საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გამოიყო 300 000 ლარი.

40 -მდე დაზარალებულ ოჯახს შიფერი და ხის მასალა გადაეცათ,ხოლო 15 -მდე მრვალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.