ხუთ. მარ 28th, 2024

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ხვიჩა ჯიშკარიანს საკრებულომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. საკრებულოს სხდომაზე მყოფი 29 წევრიდან ოთხმა წევრმა,

სამმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და ერთმა “ლეიბორისტმა” პროტესტის ნიშნად დატოვეს საკრებულოს სხდომა.

კენჭისყრის პროცედურაში კი მონაწილეობა საკრებულოს 24-მა წევრმა მიიღო. 21-მა მხარი მის გადაყენებას დაუჭირა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. მათი განმარტებით, ისინი „ქართული ოცნების“ მიერ დადგმულ „მასკარადში“ არ იღებენ მონაწილეობას. “საკრებულოს თავმჯდომარის არც არჩევაში მიგვიღია მონაწილეობა და არც მისი გადარჩევა გვაინტერესებს”-განაცხადეს ნაციონალებმა და ლეიბორისტებმა.

იმპიჩმენტის წინააღმდეგობის მიუხედავად საკრებულოს სხდომაზე ინგა ქარდავა დარჩა მხოლოდ დაკვირვების მიზნით. საკრებულოს სხდომას თავად დღევანდელი დღის მთავარი გმირი ხვიჩა ჯიშკარიანიც დაესწრო.

უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით ის ზეწოლის მსხვერპლი გახდა.ჯიშკარიანმა გაწეული სამუშაოსთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და იქვე დაუმატა, რომ ის სამართლევრივი გზით განაგრძობს მოქმედებას.