პარ. მარ 29th, 2024

ფოთში 280 დევნილი ოჯახიდან საკუთრების მოწმობა უკვე 115 ოჯახს გადაეცა. ეს ის ოჯახებია, რომლებმაც 2014 წლის 9 აგვისტოს გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში,

კრიტერიუმების შესაბამისად, მალთაყვის უბანში ახლადაშენებულ კორპუსებში მიიღეს ბინა.

ფოთის იუსტიციის სახლში, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დევნილებისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა და დაკანონების პროცესი 5 სექტემბრისთვის დასრულდება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის დევნილი ოჯახებიც მოინახულეს, რომლებსაც ,,სოფლად სახლის’’ პროექტით, კრიტერიუმების შესაბამისად, სამინისტრომ სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები შეუძინა.